უნდა დავიწყოთ საუბარი „ორი სახელმწიფოს გამოსავლის“ პროცესზე - ბორელი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე

"ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი „სამშვიდობო“ პროცესზე და საუბარი უნდა დავიწყოთ უფრო კონკრეტულად „ორი სახელმწიფოს გამოსავლის“ პროცესზე" - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტერიალზე ასევე მიწვეული არიან ისრაელის, არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი „სამშვიდობო“ პროცესზე და საუბარი უნდა დავიწყოთ უფრო კონკრეტულად „ორი სახელმწიფოს გამოსავლის“ პროცესზე, რადგან შესაძლებელია, არსებობდეს ბევრნაირი მშვიდობა. რა სახის მშვიდობაზე საუბრობთ თქვენ? მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება გვსურს. ის, რისი გაკეთებაც გვსურს, არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი, ასე რომ, ვისაუბროთ ამაზე.
ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, რა დროსაც ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის, საკვების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი ბომბების ქვეშ. ყოველდღე დიდი რაოდენობის მოქალაქეებს კლავენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? ეს არის საკითხი, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილავენ, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ბორელმა.