ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

22.01.24 14:46
ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უმაღლეს რადას წარუდგენს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება. ზელენსკი რადასთვის მიმართვას დღეს გეგმავს.

ზელენსკის თქმით, კანონი გავრცელდება ყველა უკრაინელზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე უცხოელ მოხალისეებზე, რომლებიც იცავენ უკრაინის თავისუფლებას, როგორც საკუთარ სამშობლოს.

დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას. ეს საშუალებას მისცემს ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები