აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან - ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ
„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ.
Reuters-ის ინფორმაციით, მძევლების ნათესავები მეტ მოქმედებას ითხოვენ. „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“ - ამბობენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.
მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ. ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.