ზელენსკისა და ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება - ერმაკი

22.01.24 17:27
ზელენსკისა და ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება - ერმაკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გააკეთა.

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა 29 იანვარს, უჟგოროდში იგეგმება.

ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება მთავარი ამოცანა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეხვედრის დროს," - ამბობს ერმაკი.

მსგავსი სიახლეები