ტუსკი: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს
"პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩვენ პრეზიდენტთან პოლონეთის როლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.
პოლონეთი „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, რომლის მიზანი უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიული სახელმწიფოების მობილიზებაა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შექმნას.
ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში ერთად ვიქნებით. ჩვენ უკრაინას ერთად აღვადგენთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.