უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია - ზელენსკი

22.01.24 19:14
უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია - ზელენსკი

"უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

ზელენსკი ფაქტს შეურაცხყოფას უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მათ არ შეეხებათ, მოღალატეობრივი და დამამცირებელია.

უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ეს არის ოფიციალური განცხადება. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნებია. მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს. თუ ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან, ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ... ნათქვამია, რომ მათთვის მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაახლოებით მესამე ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, არ არის ესკალაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.