ორი ომი და ორი გამოწვევა მსოფლიოსთვის - არის თუ არა გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ომის დასასრულებლად
ორი ომი და ორი გამოწვევა მსოფლიოსთვის - არის თუ არა გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოსავალი ომის დასასრულებლად. ჯოზეფ ბორელის ინიციატივას ევროკავშირში იზიარებენ, თუმცა არა ისრაელში. "ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ეს არ მოხდება" - შეუთვალა მინისტერიალის მონაწილეებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელი პალესტინას მოლაპარაკებები კი ჩიხში შევიდა, რაც რეგიონში ვითარების განმუხტვის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გამოსავალს ეძებენ.
ვინ შეაკავებს რუსეთს - ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა დღევანდელ მინისტერიალზე. ევროპელი ლიდერების პროგნოზი მძიმეა. უკრაინის დამარცხების შემთხვევაში პუტინი საკუთარ არმიას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ მიმართავს. ეს არის ბრძოლა ევროპის თვითგადარჩენისთვის - ამბობს ლიეტუვის მთავარი დიპლომატი. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას კიევის დახმარების საკითხი. უკვე დაანონსებულია ახალი ფონდი, საიდანაც უკრაინა უახლოეს წლებში 20 მილიარდს მიიღებს.
გადამწყვეტი მოლაპარაკებები კი ამ წუთებში მიმდინარეობს - ინა ცარციძეა დეტალებით პირდაპირ ეთერში.