დიდმა ბრიტანეთმა სანქციები "ჰამასთან" დაკავშირებულ პირებს დაუწესა

22.01.24 21:18
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები "ჰამასთან" დაკავშირებულ პირებს დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაწესებული სანქციები იმ კონკრეტულ პირებზე ვრცელდება, რომელთაც "ჰამასის" დაფინანსებაში მიუძღვით წვლილი.

ეს სანქციები „ჰამასს“ მკაფიო მესიჯს უგზავნის. დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ მათთვის, ვინც ტერორისტულ ქმედებებს აფინანსებს, დასამალი ადგილი არ იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.

 

მსგავსი სიახლეები