რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი არტილერიით დაბომბეს - იერიშის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი და მაღაზია დაზიანდა.
"ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კუპიანსკს არტილერიით. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მონაცემები ზუსტდება. ამ წუთებში ვიცით დაშავებული 66 წლის კაცის შესახებაც", - წერს Telegram-ზე სინებუგოვი.