კიევში აფეთქებების ხმა ისმის - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა
კიევში აფეთქებების ხმა ისმის - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხეა, ხოლო მურმანსკის და კალუგის რეგიონების აეროდრომებიდან აფრინდა Tu-22M3 რაკეტმზიდები.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მანქანები დაიწვა. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.