აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში "ჰუსიტების" 8 სამიზნეზე მიიტანეს იერიში

23.01.24 10:33
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში "ჰუსიტების" 8 სამიზნეზე მიიტანეს იერიში

შტატებმა  და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე წყალქვეშა ნავებიდან და ავიაგამანდგურებლებით  ახალი იერიში  მიიტანეს - განადგურებულია მიწისქვეშა საწყობები,  სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებები. ეს იემენში ბოლო ესკალაციის შემდეგ შტატების მერვე იერიში და ბრიტანეთთან ერთად შესრულებული მეორე მისიაა. პირველი ერთობლივი დარტყმები ლონდონმა და ვაშინგტონმა ჰუსიტებზე 11 იანვარს მიიტანეს.

ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებენ, როდესაც  საქმე დიდი მნიშვნელობის მქონე წყლებში სიცოცხლისა და თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლის დაცვას ეხება. 

მსგავსი სიახლეები