ჩინეთის მთიან პროვინციაში მეწყერში სულ მცირე 47 ადამიანი ცოცხლად დაიმარხა
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მთიან პროვინცია იუნანში მეწყერში სულ მცირე 47 ადამიანი ცოცხლად დაიმარხა, 18 სახლში დამარხული ადამიანების პოვნას ამ დრომდე ცდილობენ.
სტიქია დილის 6 საათამდე, სოფელ ლიანშუიში, ქალაქ ტანგფანგში, ჟენსიონგის ოლქში მოხდა. ტერიტორიიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეწყრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.