თუ ორბანი უკრაინის დაბლოკვას გააგრძელებს, EU უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს - Bloomberg

23.01.24 10:55
თუ ორბანი უკრაინის დაბლოკვას გააგრძელებს, EU უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს - Bloomberg

თუ მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სამიტზე პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გააგრძელებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ევროკავშირის 26 ქვეყანა უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მიიღებს - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ინფორმაციით,  უნგრეთის მიმართ, შესაძლოა, სადამსჯელო ზომებიც შემოიღონ. მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუციებში ხმის უფლების ჩამორთმევა.

ბრიუსელში არსებობს სარეზერვო ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, კიევისთვის თანხის გამოყოფა ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ მოხდება.

14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო.