EU უკრაინისთვის 50 მლრდ. ევროს გადაცემას გეგმავს - ორბანი ისევ წინააღმდეგია

უკრაინის დახმარებლად ევროკავშირი დახმარების ფონდს ქმნის, ამ იდეას კი ისევ ორბანი ეწინააღმდეგება. უნგრეთის პრორუსი პრემიერი გადაწყვეტილებას ისევ ბლოკავს. ახლა ევროკავშირის ლიდერები გამოსავლის ძიებაში არიან. თუ ვიქტორ ორბანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, შესაძლოა, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მას ხმის უფლება შეუჩერონ.
გადაწყვეტილება კი, პრაქტიკულად, უკვე მიღებულია. უკრაინა ევოკავშირის ქვეყნებისგან დახმარებას, სავარუდოდ, 50 მილირდი ევროს ოდენობით მიიღებს.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება. იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას, - თქვა მინისტერიალზე ჯოზეფ ბორელმა.
უკრაინის გარდა ბრიუსელში განხილვის მთავარი თემა ისრაელი-პალესტინას კონფლიქტიც იყო.
დრო იწურებაა. ის რაც გაზაში ხდება ყველას ძალიან გვაშფოთებს. მათ ისრაელს შეუტიეს , თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეების დანაკარგი არის ძალიან მაღალი. რაც შეეხება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ შეთხნამებას, ლეგიტიმურია ამ თემაზე საუბარი და გადაწყვეტილების მიღებამდე წინ დიდი მოლაპარაკებები გველის, - თქვა რადოსლავ სიკორსკიმ.