ღამით ოკუპანტებმა კიევი, ხარკოვი და პავლოგრადი დაბომბეს - არის მსხვერპლი

23.01.24 12:34
ღამით ოკუპანტებმა კიევი, ხარკოვი და პავლოგრადი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ღამით კიევს, ხარკოვს და პავლოგრადს ცეცხლი გაუხსნეს. ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი მთლიანად დაინგრა, გაუჩნდა ხანძარი გაზსადენსაც. შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. კიევში 9 ადამიანი დაშავდა (მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს). რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა ნამსხვრევებით, ზარალის უმეტესი ნაწილი სოლომენსკის რაიონში იყო.

სვიატოშინსკის რაიონში, რაკეტის აღმოჩენილი ნაწილის გამო საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის ევაკუაცია მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პავლოგრადში სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ხარკოვში დაჭრილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვი 10 და 12 წლისაა. კიევში 18 მსხვერპლია.