უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე ბრძოლის ველზე და დავეხმაროთ - ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს მოუწოდებს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა. განცხადება ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასაწყისში გააკეთა.
უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გლობალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე ბრძოლის ველზე და დავეხმაროთ უკრაინას გააძლიეროს, მოდერნიზდეს და შეინარჩუნოს თავისი თავდაცვის ძალები გრძელვადიან პერსპექტივაში“, - თქვა ოსტინმა.