გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

24.01.24 10:35
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

რამშტეინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა სათადარიგო ნაწილების კომპლექტთან ერთად ექვს მრავალფუნქციურ ვერტმფრენს მიიღებს. გერმანული მხარე ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს.

"Sea King არის გამოცდილი და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის ამ ტიპის პირველი გერმანული მიწოდება", - თქვა ბორის პისტორიუსმა.