ისრაელსა და "ჰამასს" შორის ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია - Reuters

24.01.24 12:52
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია - Reuters

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" და ისრაელი თითქმის შეთანხმდნენ, რომ ტყვეებისა და მძევლების გაცვლის მიზნით საბრძოლო მოქმედებები ერთი თვით შეწყდება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს ისრაელის მაღალი თანამდებობების პირზე დაყრდნობით. 

როგორც ირკვევა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მხარეების შეხედულებები აფერხებს, რომლებიც იმის შესახებ ფიქრობენ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზის სექტორში.

მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩართული ამერიკა, ეგვიპტე და კატარი, რომელთა მთავარ მიზანსაც მძევლების გათავისუფლება და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა წარმოადგენს.