რუსეთის ქალაქ ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად გამოცემა წერდა, რომ ბორტზე 63 პირი იმყოფებოდა, თუმცა უახლესი ცნობებით დასტურდება, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ბევრად მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ცნობებს უკრაინული მხარე არ ადასტურებს.