"ინფორმაციას ვაზუსტებთ" - უკრაინის თავდაცვა ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

24.01.24 15:59
"ინფორმაციას ვაზუსტებთ" - უკრაინის თავდაცვა ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ამასთან, უკრაინული მედია მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.