სტოლტენბერგს NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე უნგრეთის მხარდაჭერა დავუდასტურე - ორბანი

24.01.24 17:34
სტოლტენბერგს NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე უნგრეთის მხარდაჭერა დავუდასტურე - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანსა და NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - მოლაპარაკებების ფარგლებში ორბანმა კვლად დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე.

ორბანი უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას მოუწოდებს, ხელი მოაწეროს NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს.

მე ხელახლა დავუდასტურე (რედ. იენს სტოლტენბერგს), რომ უნგრეთის მთავრობა NATO-ში შვედეთის წევრობას ემხრობა. მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მიმართ შვედეთის მიღების საკითხზე კენჭისყრის გამართვისკენ მოწოდებებს გავაგრძელებთ, რათა რატიფიკაცია პირველივე შესაძლებლობით დასრულდეს". - წერს ორბანი X-ზე.

მსგავსი სიახლეები