"თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა" - ბელგოროდის გუბერნატორი

24.01.24 17:33
 "თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა" - ბელგოროდის გუბერნატორი

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, - ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორის ავრცელებს.

„ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ვიჩესლავ გლადკოვმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ამასთან, უკრაინული მედია მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები