იმყოფებოდნენ თუ არა უკრაინელი ტყვეები ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბოტზე - რა განცხადებები კეთდება კიევსა და მოსკოვში

24.01.24 20:19
იმყოფებოდნენ თუ არა უკრაინელი ტყვეები ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბოტზე - რა განცხადებები კეთდება კიევსა და მოსკოვში

 

 

იმყოფებოდნენ თუ არა უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმ თვითმფრინავის ბორტზე - ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს ოფიციალური კიევი ამ დრომდე აზუსტებს.

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდა შესაძლოა რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. 

“დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ.

“ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული”, - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა რუსული მხარე ამტკიცებს, რომ "ილ 76"-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინულმა მხარემ თვითმფრინავს ცეცხლი საზენიტო დანადგარიდან გაუხსნა. რუსეთი ამტკიცებს რომ თვითმფრინავს ამერიკული და გერმანული რაკეტა მოხვდა. 

მოსკოვი მოუწოდებს დასავლელ პარტნიოორებს, რომ მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ და სრულ პასუხისმგებლობას კიევის რეჟიმს აკისრებს.

კიევის რეჟიმმა განახორციელა ტერორისტული აქტი, რა დროსაც ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა რეის ბელგოროდის მიმართულებოთ და გადაჰყავდა უკრაინელი ტყვეები გასაცლელად. სარაკეტო იერიში თვიმფრინავზე ხარკოვის ოლქიდან მიიტანეს . 

ჩვენმა სალოკაციო სადგურებმა დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვების ფაქტი. ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ჯარისკაცი, ეკიპაჟის 6 წევრი და სამი გამცილებელი. ყველა დაიღუპ. უკრაინის ხელისუფლეამ ზუსტად იცოდა , რომ დღეს არსებული პრქტიკით მოხდებოდა ტყვეთა გადაყვანა და გაცვლა. ამი მიუხედავად კიევის რეჟიმმა გადადგა ეს ნაბიჯი", - ამბობს ოფიციალური მოსკოვი.

დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდის შემდეგ ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. სამხედრო-სატრანსპორტო ლაინერი ბელგოროდის ოლქში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით ბორტზე მყოფი არც ერთი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი არ გადარჩენილა.