ღაზის სექტორში თავშესაფრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი

24.01.24 19:45
ღაზის სექტორში თავშესაფრის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი

ღაზის სექტორში თავშესაფრის დაბომბვის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი თომას ვაითი ავრცელებს.

გაერო-ს სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 10 000 ადამიანი იმყოფებოდა.

თომას ვაითის განცხადებით, ცენტრთან უსაფრთხო წვდომა ორი დღეა, აკრძალულია და ტრაგიკული ინციდენტის შედეგად ხალხი გამოსვლას ვერ ახერხებს.