უკრაინა ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს

25.01.24 09:51
უკრაინა ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს

უკრაინა ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს - ოფიციალურ კიევში ფიქრობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი "ილ 76"-ი   შემთხვევით არ ჩამოვარდნილა და ეჭვი აქვთ, რომ საქმეში რუსეთის ხელი ურევია.

ვინ არის 74 ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი? ამ კითხვას ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილებს შორის 65 უკრაინელი სამხედრო ტყვეა. "რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.