უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან - შოლცი

25.01.24 09:58
უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან - შოლცი

უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ბერლინი მხარს იქამდე დაუჭერს კიევს, სანამ ამისი საჭიროება იარსებებს.

ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ“, - აღნიშნა შოლციმ.