სამხრეთ ღაზაში გაეროს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ისრაელმა გამოძიება დაიწყო

25.01.24 10:06
სამხრეთ ღაზაში გაეროს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ისრაელმა გამოძიება დაიწყო

სამხრეთ ღაზაში მდებარე გაეროს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას IDF აკეთებს.

ისრაელი ვარაუდობს, რომ დარტყმა შესაძლოა, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" განახორციელა.

ჩვენი ოპერატიული სისტემების შემოწმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი თავდაცვის ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო. მიმდინარეობს ძალების ოპერაციების საფუძვლიანი მიმოხილვა მიმდებარე ტერიტორიაზე", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800-მდე ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები