რუსეთში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, ქალაქ ტუაფსეში არსებულ ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა - ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამო სოჭის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერებული იყო. როგორც ირკვევა, ცეცხლის გაჩენამდე ადგილობრივებმა უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.