ხარკოვში 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

25.01.24 10:55
ხარკოვში 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო 25 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსი საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.

მსგავსი სიახლეები