ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო

25.01.24 11:01
ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო

ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საქმეში ამერიკა ჩაერთო, თუმცა თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯერ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა "ილ 76"-ს, არ გააჩნიათ.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი, ამბობს უკრაინის და რუსეთის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, საჭირო ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.