ბელგოროდის ოლქში "ილ-76"-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს
რუსული "ილ-76"-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, რომელიც გამოძიებას უკვე გადაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შავ ყუთში ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი ინახებოდა.