ორბანი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს - უნგრეთის პრემიერი, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

26.01.24 10:51
ორბანი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს - უნგრეთის პრემიერი, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

ვიქტორ ორბანს უკრაინაში ჩასვლა უნდა. უნგრეთის პრემიერი, სავარაუდოდ, შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენკისთან გამართავს.

როდის შედგება ვიზიტი  ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა ეს ინფორმაცია, რომ სანდოა, ადასტურებს კრაინის ვიცე-პრემიერის გნცხადებაც. ოლგა სტეფანიშინა ამბობს, რომ ომში მყოფი მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორბანი კიევში დაინახონ.

ორბანს, ხშირად, პუტინის მოკავშირებასა და რუსული პოლიტიკის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. სწორედ ორბანია ის ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადასვლას და მოლაპარაკებების დაწყებას.