როგორ ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვთმფრინავი ბელგოროდში - უკრაინა გამოძიებას იწყებს

როგორ ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვთმფრინავი ბელგოროდში და რამდენი ადამიანი დაიღუპა რეალურად? - უკრაინული მხარე გამოძიებას იწყებს. ომში მყოფი ქვეყანა ყურადღებას საინტერესო გარემოებებზე ამახვილებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბორტზე, წესით, რამდენიმე ვიაიპი პერსონა უნდა ყოფილიყო რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობიდან. გარდა ამისა, როგორც ანდრეი იუსოვი ამბობს, ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის პროზექტურაში მხოლოდ 5 ცხედარი გადაასვენეს, და არა 74, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებს.