ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა ჩაიშალა - იუსოვი

26.01.24 15:20
ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა ჩაიშალა - იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა.

ზუსტ ციფრს არ დავასახელებ და სანამ გაცვლა არ მოხდება, მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში. ფაქტობრივად, ეს უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, საიუბილეო - 50-ე გაცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შედგა“, - განაცხადა იუსოვმა.

რუსული მხარის მიერ „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო „სიებთან“ დაკავშირებით, იუსოვმა აღნიშნა, რომ ხდება ინფორმაციის შესწავლა ყველა წყაროდან და ასევე არის კომუნიკაცია ტყვეების ოჯახებთან.

სიები, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული წყაროების საშუალებით ჩნდება, ჩნდება რეაქციის შესამოწმებლად, რეაქციის გამოწვევის მიზნით. ჩვენ მათზე კომენტარს არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა იუსოვმა.

რაც შეეხება ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის კონკრეტულ მიზეზებს, იუსოვის თქმით, ღია საერთაშორისო კომისიის შექმნის მოთხოვნა ლოგიკური და გამართლებულია.

„ახლა, როგორც ვიცით, რუსეთი უარს ამბობს ასეთი კომისიის შექმნის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მსგავსი სიახლეები