მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის თავიდან აცილება დაავალა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის თავიდან აცილება დაავალა.
საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან.
მოსამართლის განმარტებით, პალესტინელები გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, - აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.
მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა თავიდან აიცილოს გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული ყველა ქმედება.
მოსამართლის განმარტებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.