დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს

26.01.24 19:08
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამის განცხადებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

მეფე სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ერთ ღამეს მაინც გაატარებს.

ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში იმავე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა უელსის პრინცესა ქეითს.

მსგავსი სიახლეები