ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია

26.01.24 19:37
ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმ ილ მშვიდობის სამიტზე მიიწვია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განცხადება Reuters-თან გააკეთა.

მისი თქმით, მშვიდობის ფორუმზე ჩინეთის აქტიური ჩართულობა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. 

ჩვენ ჩინეთს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ. ჩინეთის მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ამ პროცესში ჩვენს პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან ვრთავთ, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

მსგავსი სიახლეები