რუსეთმა მწერალი ბორის აკუნინი ძებნილთა სიაში შეიყვანა
ლონდონში მცხოვრებ რუს მწერალ ბორის აკუნინიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა - ძებნილთა სიაში მისი სახელი და გვარი 26 იანვარს გამოჩნდა.
18 დეკემბერს ბორის აკუნინი საფინანსო სადამკვირვებლო ორგანო "როსფინმონიტორინგმა" ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა.