უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება - არახამია

26.01.24 22:39
უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება - არახამია

უკრაინის პარლამენტში დიდი კრიზისი ახლოვდება - ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აკეთებს და ამბობს, რომ რადაში ერთობა აღარ არის.

არახამიას თქმით, ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან გაზრდილია მუშაობის შეწყვეტის მსურველი დეპუტატების რაოდენობა.

დიდი კრიზისი ახლოვდება ზოგადად პარლამენტთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ ჩემთან, ფრაქციაში მანდატის დატოვების 17 განცხადება მაქვს. ანუ, 401 ადამიანი გვყავს პარლამენტში, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს გავუშვებთ და 400 ადამიანი დარჩება. 400-დან  226-ის შეკრება (მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად) ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მსგავსი სიახლეები