ამ დროისთვის ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია - ზელენსკი

26.01.24 23:14
ამ დროისთვის ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია - ზელენსკი

უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილებად ავდეევკას, მარინკასა და კუპიანსკის ასახელებს და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია სამხედრო მეთაურებთან გამართული შეხვედრიდან მიიღო.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას მადლობა გადაუხდა ყველა იმ სახელმწიფოსა თუ პოლიტიკურ ფიგურას, რომელთაც წვლილი მიუძღვით უკრაინის დახმარებაში.

იარაღისა და ჭურვების უკრაინული წარმოება დადებით დინამიკას აჩვენებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩართულია და ვინც მუშაობს ჩვენი შესაძლებლობებისთვის...მადლობა ყველას, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გაძლიერება მოიტანს ამ ომის სამართლიან დასასრულს, ჩვენს უკრაინულ გამარჯვებას", - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები