რუსეთმა ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა

27.01.24 10:39
რუსეთმა ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა

ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადეს. მწერალს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი ჩხარტიშვილია, რუსი სამართალდამცველები ეძებენ. ოფიციალურადდდ აკუნინის წინააღმდეგ საქმე არ არის აღძრული, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხელოვანს პუტინის რეჟიმი რუსული არმიის დისკრედიტაციას ედავება. 

ცნობისთვის, აკუნინი გამოირჩევა ომის საწინააღმდეგებო განცხადებებით, რის გამოც, მწერალი რუსეთის ექსტრემისტთა და ტერორისტთა სიაში შეიყვანეს. აკუნინმა რუსეთი უკვე დატოვა.

მსგავსი სიახლეები