მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმე - ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა დააკისრა

27.01.24 10:45
მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმე - ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა დააკისრა

მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმე -ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, $83.3 მილიონის გადახდა დააკისრა.

BBC-ის ცნობით, ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო, ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდებულად კი ტრამპი ამ საქმეზე 2023 წლის სექტემბერში ცნეს. 

ცნობისთვის, მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ კეროლმა პირველად New York Magazine-თან 2019 წელს განაცხადა. 

თუმცა, ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა.