Bloomberg: შოლცი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად ბაიდენს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კრაინის დახმარების საკითხის განსახილველად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში შედგება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება.
"გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს," - წერს Bloomberg.