რუსმა ოკუპანტებმა იერიში დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე მიიტანეს - გარდაცვლილია 2 ადამიანი

27.01.24 12:04
რუსმა ოკუპანტებმა იერიში დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე მიიტანეს - გარდაცვლილია 2 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე მიიტანეს - განხორციელებულ თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა გასული ღამის განმავლობაში ოლქს 85-ჯერ შეუტიეს.

მტერმა 85-ჯერ შეუტია ხერსონის ოლქს ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, საზენიტო იარაღით, ტანკებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა ხერსონის სასწავლო დაწესებულება," - ნათქვამია განცხადებაში.