სახ.დეპმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება ოფიციალურად დაასრულა.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულებისა, ხოლო საბერძნეთვისთვის 8.6 მილიარდი დოლარის ოდენობის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ კონგრესს უკვე აცნობა.