ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფა - პუტინის პირველი კომენტარი

27.01.24 12:42
ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფა - პუტინის პირველი კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს - იგი იზიარებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიას და ამბობს, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

პუტინი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს

ჩვენ ხომ უბრალოდ არ გადაგვყავდა ისინი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ იცოდა, რომ გადაგვყავდა 65 სამხედრო, სულ კი, მე როგორც ვიცი, დაგეგმილი იყო 190 ადამიანის გაცვლა.

იცოდნენ ეს და მაინც განახორციელეს დარტყმა თვითმფრინავზე, არ ვიცი, სპეციალურად გააკეთეს ეს, თუ შეცდომით, დაუფიქრებლად, მაგრამ აშკარაა, რომ მათი ეს გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ მათ ან ცუდად ასწავლეს, ან თავად ვერ სწავლობენ, ან ვერ ახერხებენ ასეთი სისტემით სწორად მართვას. რამდენიმე დღეში გვექნება ზუსტი პასუხები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მოხდა, დანაშაულია", - ამბობს პუტინი.

მსგავსი სიახლეები