გაეროს სააგენტოს თანამშრომლებს 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობაში ედავებიან

პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობაში ედავებიან.
როგორც ირკვევა, UNRWA-ს ხელმძღვანელმა ხელმძღვანელმა აღნიშნულ პირებს კონტრაქტი შეუწყვიტა.
ისრაელის ხელისუფლებამ UNRWA-ს მიაწოდა ინფორმაცია 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმაში ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს შოკისმომგვრელი ბრალდებები ვრცელდება მაშინ, როცა ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი სააგენტოს დახმარებაზეა დამოკიდებული.
ყველა, ვინც გაეროს ფუნდამენტურ ღირებულებებს ღალატობს, ასევე ღალატობს მათ, ვისაც ღაზაში, რეგიონის მასშტაბით და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვეხმარებით", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ცნობების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.