"რუსეთის მიერ გაშვებული 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4 ჩამოვაგდეთ" - უკრაინის საჰაერო ძალები

28.01.24 10:31
"რუსეთის მიერ გაშვებული 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4 ჩამოვაგდეთ" - უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 8 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშევს, რომლიდანაც 4 ჩამოაგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტები თავს დაესხნენ პოლტავის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

28 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას შეუტია 8 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ვორონეჟიდან პოლტავის რეგიონს კი ორი "ისკანდერის" ტიპის რაკეტით...საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა გაანადგურეს მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 4, რომლებიც მტერმა გამოიყენა წინა ხაზზე შეტევისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.