მზადდება ახალი გეგმა, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში - ზელენსკი

28.01.24 12:09
მზადდება ახალი გეგმა,  რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში - ზელენსკი

უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა და თქვა, რომ ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ზელენსკის თქმით, მზადდება ახალი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა რუსეთის შესაძლებლობები, სანქციების გვერდის ავლის კუთხით, შეიზღუდოს.

უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი.

​მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის ყველა აქტივი - სახელმწიფო ტერორისტული და მასთან დაკავშირებული პირების - გაყინული სხვადასხვა იურისდიქციებში, უნდა მუშაობდეს რუსული აგრესიისგან დასაცავად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება კარგად იყოს მომზადებული. და რა თქმა უნდა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში," - ამბობს ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები