არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს ილ-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს - პოდოლიაკი

28.01.24 12:18
არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს ილ-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ რუსები ამ საკითხზე მანიპულირებენ, რათა ომში ჩართული ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის პროცესი შეანელონ.

მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს "ილ-76"-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. უცნობია ისიც, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას.

რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ," - თქვა პოდოლიაკმა.